მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Paragraph Shekvetili გამორჩეული მიზიდულობის ადგილია საქართველოში - დავითაშვილი VR Shekvetili Forest Beach-ის ტურისტულ პოტენციალზე

VR Holding

VR Holding-სა და “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეველოპერული წამოწყებაა საქართველოში, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე ხორციელდება.

მემორანდუმი Paragraph Freedom Square a Luxury Collection Hotel-ში გაფორმდა და მას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მედიასთან VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის ტურისტული მნიშვნელობა შეაფასა.

Paragraph Shekvetili ტურისტული კუთხით უკვე გამორჩეული მიზიდულობის ადგილია ქვეყანაში. საქართველოს ტურისტული პოტენციალი მთლიანად შეცვალა ამ ობიექტმა, მაგრამ ახლა საუბარია ტერიტორიის იმგვარად განვითარებაზე, რომ ჩვენ დამატებით შევძლოთ $600 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. რა თქმა უნდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად უნდა განვითარდეს, რომ შევძლოთ უფრო მეტი ვიზიტორის მიღება.

ამავე დროს, აქ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თუ უცხოელი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ადგილები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეები”, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მისი თქმით, შეკვეთილისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ეკოსისტემის გამო, შეკვეთილში VR Holding-ის პროექტი გარემოსდაცვითი პროცესების გათვალისწინებით აშენდება.

“საინტერესო ობიექტია, რომელიც უნდა განვითარდეს ბუნებასთან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების კუთხით. შეკვეთილში არის გამორჩეული ეკოსისტემა, ბალნეოლოგიური თვალსაზრისით მას გააჩნია განსაკუთრებული თვისებები, ამიტომ გარემოს დაცვითი ყველა პროცესის გათვალისწინებით მოხდება ყველა ამ ფაქტორის განვითარება, რასაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მხარს დაუჭერს”, - ამბობს ლევან დავითაშვილი.

VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პირველი ფაზის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები