საქართველოს პირველი მედალი 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე ანა ჯაფარიძემ მოუტანა. პარასპორტსმენი პარატაეკვანდოს ტურნირზე -52 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მან ეგვიპტელ სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანთან შეჯიბრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მოდით, ერთად გადავხედოთ ანა ჯაფარიძის წარმატების ისტორიას.
ანა ჯაფარიძე პარალიმპიური თამაშების დებიუტანტია და ამასთან, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარასპორტსმენი, ვინც საქართველოს პარალიმპიადაზე მედალი მოუტანა.
მან ტაეკვანდოში ვარჯიში 2021 წელს დაიწყო.
მალევე გახდა 2 გზის ბრინჯაოს მედალოსანი ევროპის პარაჩემპიონატზე და მსოფლიო ჩელენჯერის გამარჯვებული.
ამასთან, 2024 წელს ანა ჯაფარიძემ სოფიაში გამართული სალიცენზიო ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ოქროს მედალს სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიოს ღია პირველობაზე დაეუფლა.
ეს ანას წარმატების ისტორიის მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკი განაგრძობს ქართველი სპორტსმენების და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.