მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარალიზებული საზღვაო ტრანსპორტი-მასშტაბური გაფიცვა საბერძნეთში

5d1b4ace17449
მიხეილ ხაჩიძე
02.07.19 23:50
652
ხვალ საბერძნეთში საზღვაო სფეროში დასაქმებულები იფიცებიან. მასობრივი პროტესტი 24 საათს გასტანს. ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტი პარალიზებული იქნება.


ბერძნული მედიის ინფორმაციით, გაფიცვის შედეგად, საბერძნეთის ბევრი კუნძული, სადაც აეროპორტები არ არსებობს და მოხვედრა მხოლოდ გემებით არის შესაძლებელი, გარესამყაროს მოწყდება.


პრობლემები შეექმნება უამრავ უცხოელ ტურისტს, რომლებიც ქვეყანაში უკვე იმყოფებიან ან ხვალ აპირებენ ჩასვლას. გაფიცვა პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარდება.

აქციის მონაწილეები ხელფასების დაახლოებით 2%-მდე ზრდას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები