მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარანოიით შეპყრობილი ბელადი და მისი უპასუხისმგებლო გუნდი პირდაპირ უფსკრულისკენ მიგვაქანებს - დავით ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი

ანალიტიკოსის, პარლამენტის ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა პარანოიით შეპყრობილი ბელადის გამოსვლას ჰგავდა, რომელიც თავის უპასუხისმგებლო გუნდთან ერთად ქართველი ხალხი პირდაპირ უფსკრულისკენ მიჰყავს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ძალისგან ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც შეიმუშავებს გეგმას, რათა არ დაკანონდეს დაანონსებული დიქტატურა და ქვეყნის რუსეთის უკანა ეზოდ გაფორმება. ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს ცენტრი პრეზიდენტის ეგიდით უნდა შეიქმნას.

„ახლა, სერიოზულად.

მე მგონი აუცილებელია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისგან, მოკლედ იმათგან, ვისაც გუშინ კოლექტიური ნაცები და გლობალური ომის პარტიის აგენტურა გვიწოდეს და არჩევნების მერე ანგარიშსწორებითაც დაგვემუქრნენ, შეიქმნას რაღაც ერთიანი საკოორდინაციო ცენტრივით, რომელიც შეიმუშავებს, დადებს და განახორციელებს გეგმას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ფაქტობრივად დაანონსებული დიქტატურა და ქვეყნის რუსეთის უკანა ეზოდ გაფორმება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ საკოორდინაციო ცენტრს ერთგვარი ოფიციალური სტატუსი და მეტი საერთაშორისო წონაც რომ ჰქონდეს, იგი უნდა შეიქმნას პრეზიდენტის ეგიდით და მის ირგვლივ. ეს ახალი საპრეზიდენტო საბჭო ფაქტობრივად უნდა გახდეს ეროვნული ხსნის კომიტეტივით.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის კამპანიებია საჭირო, რა კონფიგურაციით გადალაგდეს ოპოზიცია, როგორ განვვლოთ წინასაარჩევნო პერიოდი, რისთვის ვიყოთ მზად, რას ვითხოვდეთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან და ა. შ., ეს ყველაფერი სასურველია გაირჩეს და შეთანხმდეს სწორედ ზემოაღნიშულ ფორმატში.

ვფიქრობ, სხვა გზა არც არსებობს. გუშინ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პარანოიით შეპყრობილი ბელადი და მისი უპასუხისმგებლო გუნდი პირდაპირ მიგვაქანებს უფსკრულისკენ და ჩემთვის არანაირად არაა რაიმე შეღავათი ის, რომ ამ უფსკრულში ისინი თვითონაც გადაიჩეხებიან“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები