მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარასკევს, შვედეთის საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს - შვედეთის მინისტრი

Maria M Stenergard

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია მალმერ სტენერგარდის განცხადებით, გუშინ შვედეთის საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

როგორც მინისტრი X-ზე წერს, შეხვედრაზე შვედეთის მაღალი თანამდებობის პირმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

ის ასევე ახსენებს ერთობლივ განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა.

"რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება გავავრცელე საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავება, ასევე, თვითნებური დაკავებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს“, - წერს მარია მალმერ სტენერგარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები