მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Parfois საქართველოს ბაზარს აპრილში დატოვებს

603b904780f57
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 23:10
1723

ჩანთებისა და აქსესუარების პორტუგალიური ბრენდი „პარფოისი“ საქართველოს ბაზარს აპრილში დატოვებს. როგორც BM.GE-ის „ICR ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა ზურაბ ადეიშვილმა განუცხადა, ბრენდის ბაზრიდან გასვლა მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია, რაც უშუალოდ პანდემიას უკავშირდება.

"ეს აქსესუარების ბრენდია. მოთხოვნა არსებული მდგომარეობის გამო ძალიან შემცირდა, კომპანია მომგებიანი აღარ არის. 10 მაღაზია გვქონდა საქართველოს მასშტაბით და დღეისთვის მხოლოდ 2 - თბილისსა და ბათუმშია დარჩენილი, რომლებსაც აპრილში დავხურავთ” - განაცხადა „ICR ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა.

„პარფოისის“ მაღაზიათა ქსელში 60 ადამიანი იყო დასაქმებული.

ცნობისთვის, ჩანთებისა და აქსესუარების პორტუგალიური ბრენდი „პარფოისი“ „ICR ჯგუფმა“ საქართველოს ბაზარზე 2011 წელს წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები