მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Parfois საქართველოს ბაზრიდან გადის - „იძულებული გავხდით, ამ ბრენდზე უარი გვეთქვა“

5fbe3f2f2da58
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.20 09:00
18646
ჩანთებისა და აქსესუარების პორტუგალიური ბრენდი „პარფოისი“ ქართული ბაზრიდან გადის. ამის შესახებ BM.GE-ის „ICR ჯგუფის“ დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიზეზი ამ ბრენდის პროდუქციაზე შემცირებულია მოთხოვნა და შესაბამისად გაყიდვები, რაც თავის მხრივ, პანდემიის გავლენით აიხსნება.

"ეს აქსესუარების ბრენდია, სადაც მოთხოვნა არსებული მდგომარეობის გამო ძალიან შემცირდა და იძულებული ვიყავით, უარი გვეთქვა ამ ბრენდზე. 10 მაღაზია გვქონდა საქართველოს მასშტაბით და დღეისთვის მხოლოდ 2 - თბილისსა და ბათუმშია დარჩენილი, რომელსაც ახალ წლამდე დავხურავთ.

ლოქდაუნის შემდეგ „პარფოისის“ გაყიდვები ზაფხულში 50%-ით შემცირდა, შემოდგომაზე კლება 60%-მდე ავიდა და 70%-იანი შემცირება გვქონდა ოქტომბერში. ამ ტიპის რითეილისთვის გაყიდვების მსგავსი კლება საკმაოდ პრობლემატურია“, - განაცხადა „აი სი არ ჯგუფის“ დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ „პარფოისის“ მაღაზიათა ქსელში 60 ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს, „აი სი არ ჯგუფს“ დარჩენილ 2 მაღაზიაში ლიკვიდაცია აქვს გამოცხადებული და მომხმარებელს ყველაფერზე 60-70% ფასდაკლებას სთავაზობს.

ცნობისთვის, ჩანთებისა და აქსესუარების პორტუგალიური ბრენდი „პარფოისი“ „აი სი არ ჯგუფმა“ ქართულ ბაზარზე 2011 წელს წარადგინა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები