Adobe Analytics-ისა და Nielsen-ის მონაცემების თანახმად, NBCUniversal-ზე ტრანსლირებულ პარიზის ოლიმპიადის გახსნით ცერემონიალს 28.6 მლნ-მა ადამიანმა უყურა, Telemundo Deportes-ზე კი ღონისძიებას 660 ათასზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია ზაფხულის ოლიმპიადის გახსნითი ცერემონიალისთვის.
ამასთან, პარიზის ოლიმპიადის გახსნას 60%-ით მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე ტოკიო 2020-ის გახსნით ცერემონიას (17.9 მლნ მაყურებელი) და 8%-ით მეტი, ვიდრე რიოში 2016 წელს ჩატარებულ ღონისძიებას (26.5 მლნ).
გარდა სატელევიზიო ტრანსლაციისა, Paris 2024-მა სტრიმინგ პლატფორმებზე რეკორდული, 2.5 მილიონი მაყურებელი დააგროვა, რითაც პლატფორმა Peacock-ის ისტორიაში N1 გასართობი ღონისძიება გახდა. Peacock-სა და NBCUniversal-ის პლატფორმებზე პარიზის ოლიმპიადის გახსნას ჯამში 1 მილიონ წუთზე მეტ ხანს უყურეს, რაც ტოკიოს ოლიმპიადის შედეგებს 6-ჯერ აღემატება.