ფეხბურთში TOP ხუთი ლიგა ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატებია, თუმცა ფრანგული ფეხბურთი მათ შორის ყველაზე დაბალ საფეხურად და ერთგვარ საფეხბურთო პერიფერიად ითვლება. ამის გამომწვევი მიზეზი დაბალი კონკურენცია და პარის სენ ჟერმენის ულევი ფინანსების ფონზე დომინაციაა. ახლახან მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ბერნარ არნომ უდიდეს ენერგეტიკული სასმელების ბრენდ Red Bull-თან ერთად კიდევ ერთი პარიზული საფეხბურთო კლუბის Paris FC-ის საკონტროლო წილი იყიდა და აპირებს, რომ კლუბი ხმაურიანად შემოიყვანოს საფეხბურთო ასპარეზზე.
ირაკლი მოდებაძე - #BMG-ის რეპორტიორი;