მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარიზი, ლონდონი - Fake ქალაქების "კოლექცია" ჩინეთში

5c3f2d924dc9c
ლევან თაღიაშვილი
16.01.19 23:00
1165
ABC-ის ინფორმაციით, ჩინეთის სამხრეთით თუ იმოგზაურებთ, ქალაქ ხანჭოუში, აღმოაჩენთ უცნაურ "მინი-ქალაქებს", მათ შორის პარიზს და ლონდონსაც კი. რაც ყველაზე მთავარია, ქალაქები საკუთარი, განთქმული ღირსშესანიშნაობებით იწონებენ თავს - აქ შეხვდებით ეიფელის კოშკსაც.




მოსახლეობა ხანჭოუში სხვადასხვა მიზეზის გამო ცხოვრობს; მაგალითად, რეიჩელ ნის განცხადებით, ქალაქი ძალიან უცნაური და ამავდროულად "ორიგინალი ქალაქებისგან" განსხვავებით ძალიან იაფია. თუმცა მას მოწინაღმდეგეებიც ჰყავს.  რეიჩელის თქმით, ზოგ ადამიანს ცნობილი შენობების დანგრევა სურს, რადგან ისინი ორიგინალი არ არის.

ხანჭოუ არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც მსოფლიოში განთქმული არქიტექტურული ძეგლებია "დაკოპირებული". 2 საათის გზაზე, ქალაქ სუჟოუში შეხვდებით ცნობილ ხიდს, როგორიცაა ალექსანდრე III -ის ცნობილი Tower Bridge.



ასევე შანხაის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს Thames Town, სადაც იდენტური ძეგლები დგას, როგორც - ლონდონში.









პეკინში მდებარეობს Jackson Hole, რომელიც ძველ ამერიკულ დროს მოგაგონებთ. ეს სახლი სულ ცოტა ხნის წინ $2 მილიონად გაიყიდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები