პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შენახვა ცეცხლის გაჩენამდეც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა - წერს CNN.
კათედრის რესტავრაციაზე და მის განახლებებზე ყოველწლიურად 4 მლნ ევრო (4.5 მლნ დოლარი) იხარჯებოდა.
ექსპერტების წინასწარი გათვლებით, ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის მხოლოდ სტრუქტურული გამაგრება 150 მლნ ევრო დაჯდება.
ხანძრის გაჩენამ ასევე მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა ტურისტულ შემოსავლებს.
მიუხედავად იმისა, რომ კათედრალში მნახველების შესვლა უფასოა, სამრეკლო კოშკის მონახულება 8,50 ევრო ღირდა, ხოლო სამარხის მონახულება - 6 ევრო.
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ყოველწლირად 13 მილიონზე მეტ ვიზიტორს იღებდა.
საინტერესოა ისიც, რომ ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ Amazon-ზე ერთ დღეში ბესტსელერი გახდა და ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ-100-ში მოხვდა. Amazon-ზე, ასევე, გაყიდვების კუთხით ათეულში შევიდა დისნეის ანიმაციური ფილმი „კუზიანი ნოტრ-დამიდან“.

























