მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები ეიფელის კოშკის მეტალის ნაწილსაც მიიღებენ

ოლიმპიური მედლები 2024

პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნები, ეიფელის კოშკის მეტალის ნაწილსაც მიიღებენ, რომელიც ექვსკუთხედად იქნება მოჭრილი.

იუველირი შაუმეს მიერ შექმნილი 18-გრამიანი ექვსკუთხა მეტალი, რომლებიც საფრანგეთის ფორმისაა, დამზადებულია რკინისგან, რომელიც აღებულია ეიფელის კოშკიდან წარსული რემონტის დროს. შემდგომ წლების განმავლობაში ისინი საწყობში ინახებოდა, რომლის ადგილმდებარეობაც გასაიდუმლოებულია.

Reuters-ი იტყობინება, რომ მედლების უკანა მხარეს გამარჯვების ბერძენი ქალღმერთი ნიკეა იქნება გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს ეიფელის კოშკი.

პარიზის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ტონი ესტანგუეს განცხადებით, ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გადაწყვიტეს, რომ ობიექტი გაეხადათ ერთადერთი და განუმეორებელი:

“წლევანდელი ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული იქნება, რადგან მედალოსნები ეიფელის კოშკის ორიგინალ მეტალის ნაჭერსაც მიიღებენ. ფაქტობრივად ყველა წარმატებული ათლეტი ავტომატურად პარიზის და საფრანგეთის ისტორიული ნაწილის მფლობელიც გახდება” - განაცხადა ტონი ესტანგუემ.

რაც შეეხება მეტალისა და მედლების ტექნიკურ მხარეებს: სულ ოლიმპიელებს ჯამში 5084 მედალი გადაეცემათ, აქედან თითოეული დიამეტრით 8,5, ხოლო სისქით 9,2 სანტიმეტრი იქნება, წონით ეიფელის კოშკის მეტალი 18 გრამს იწონის, ოქროს მედალი 529-ს, ვერცხლის 525-ს, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი 455 გრამს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ხოლო პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები