მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის პარალიმპიადის ორგანიზატორებმა გიგა ოჩხიკიძის შედეგი გააუქმეს - დელეგაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ოარალიმპიადა

პარიზის პარალიმპიადის ბირთვის კვრის შეჯიბრების ორგანიზატორებმა ქართველი პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტით დაადასტურა.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს. 5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან. დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარაათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ! ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფლებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს.

ამჟამად ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მფლობელად ოფიციალურ ვებგვერდზე მაროკოელი პარასპორტსმენი ფიქსირდება, ვერცხლის პრიზიორად ირანის, ხოლო ბრინჯაოს მფლობელად პოლონელი პარასპორტსმენები ფიქსირდებიან.

პარიზის ზაფხულის პარალიმპიადაზე 1 სექტემბერს გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში 9.66 მეტრიანი შედეგი დააფიქსირა, რითაც მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადიდან პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები