პარიზის სკვერებში მოწევა აიკრძალება. ღია ცის ქვეშ, გამწვანებულ ადგილებში სიგარეტის მოწევაზე აკრძალვა ძალაში რვა ივლისიდან შევა.
მთლიანობაში, შეზღუდვა საფრანგეთის დედაქალაქის 52 პარკს შეეხება, რაც ქალაქის გამწვანებული ტერიტორიის 10%-ს შეადგენს. გადაწყვეტილება პარიზის მერიამ მიიღო.
კანონის დამრღვევები 38 ევროთი დაჯარიმდებიან.
აკრძალვიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში სკვერებში ქალაქის მერიის თანამშრომლები გადანაწილდებიან და მოქალაქეებს ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობენ, ორი კვირის შემდეგ კი, უკვე ფულადი ჯარიმა ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან საფრანგეთის დედაქალაქში 500 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა აკრძალულია.

























