მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარიზში ლუვრის მუზეუმი შესაძლოა, ამ კვირაში ისევ დაიხუროს

5ceec37a85c80
მიხეილ ხაჩიძე
30.05.19 00:40
2538
პარიზში ლუვრის მუზეუმი შესაძლოა, ამ კვირაში მეორედ, ისევ დაიხუროს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი კვლავ თანამშრომლების გაფიცვაა. როგორც პარიზის მუზეუმში დასაქმებულები აცხადებენ, უზომოდ ბევრ დამთვალიერებელს დასაქმებული პერსონალი ფიზიკურად ვეღარ აუდის.

ამ დროისთვის საფრანგეთის პროფკავშირები საკითხს განიხილავს, დეტალები მალე გახდება ცნობილი. ლუვრის თანამშრომლებმა გაფიცვა ორშაბათსაც გამოაცხადეს, რის გამოც მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დახურული იყო.

Bloomberg-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუზუემის თანამშრომლები მასობრივად შეამცირეს, მიუხედავად იმისა, რომ ლუვრის მნახველთა რაოდენობა უკანასკნელ 10 წელიწადში 20%-ით გაიზარდა.

2018 წელს ლუვრის მუზეუმს 10,2 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები