მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარიზში სიცხის გამო ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

5d147340424f3
მიხეილ ხაჩიძე
27.06.19 18:10
972

საფრანგეთის დედაქალაქში ძლიერს სიცხეებს ებრძვიან. პარიზში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. მეტეოროლოგების ხვალ კიდევ უფრო ძლიერ სიცხეს პროგნოზირებენ.

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ქალაქის ადმინისტრაციამ რადიკალური ზომების მიღება გადაწყვიტა. პარიზში ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ასევე ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივით, ავტომობილებს მოძრაობა შეეზღუდათ, პარიზელ მძღოლებს ქუჩებში მანქანების უფასოდ გააჩერების საშუალება მიეცათ, რათა მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ და მაღალი ტემპერატურის პარალელურად ქალაქში ჰაერი კიდევ უფრო არ დაბინძურდეს. ვინც შეზღუდვას არ დაემორჩილება 135 ევროთი დაჯარიმდება.

ძლიერი სიცხის გამო ამოქმედებულია 24-საათიანი ცხელი ხაზი. 75 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ადგილობრივი მთავრობა ყველა სახის დახმარებას უფასოდ აღმოუჩენს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერ სიცხეებს პარიზში 2003 წელს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები