„პარკ ბულვარი“ გაყიდვებს იწყებს. მასშტაბური, მულტიფუნქციური კომპლექსი , რომელიც 17 საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება მომხმარებელს ბინებს 68 კვ.მ-დან სთავაზობს.

პარკ ბულვარი მომხმარებლის ყველა სურვილს ითვალისწინებს. მშენებლობა ნაწარმოებია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით, სეისმურად მდგრადი მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდით. კორპუსები აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, თანამედროვე ლიფტებით, წყლის წნევის ჰიდროფორებით.

კომპლექსის მთავარ ფასეულობას 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული პარკია, რომელიც 10 000-ზე მეტ ხე-მცენარეს, 2,2 კმ სიგრძის ბულვარს, 5 კმ-ზე მეტი სიგრძის ველო ბილიკს, საბავშვო მოედნებს და ოთხფეხა მეგობრების გასასეირნებელ სივრცეს მოიცავს.
მომხმარებელს უკვე შეუძლია მიმართოს გაყიდვების ოფისს ტელეფონის ნომერზე: (+995) 591 16 55 55

























