მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პარკინგი ბიზნესისთვის საინტერესო რომ იყოს, საათობრივი გადასახადი უნდა დაწესდეს"

5b3389020eafa
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.18 17:00
1840
გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ბიზნესს პარკინგის მოწყობის ინტერესი რომ გაუჩნდეს პარკირებას საათობრივი ფასი უნდა ჰქონდეს. როგორც ექსპერტი bm.ge-სთან აცხადებს, დღეს არსებული სისტემით ბიზნესს ამ პროექტისადმი ინტერესი არ გაუჩნდება, რადგან პარკირების გადასახადი არ იცვლება და წლიუარდ მხოლოდ 50 ლარს ითვალისწინებს.

„როდესაც არ არის მოწესრიგებული ერთიანი საპარკინგე პოლიტიკა და ფასების პოლიტიკა შეუცვლელია - ერთჯერადი გადასახადია დაწესებული 50 ლარი, პარკირების განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ გვინდა, რომ შევქმნათ რეალური საპარკინგე ინფრასტრუქტურა, ფასი უნდა დადგინდეს იმის მიხედვით, რა მოთხოვნილებაა რა რესურსები არსებობს და ა.შ. როდესაც მენეჯმენტი იქნება სწორი, როდესაც ბიზნესი დარწმუნებული იქნება, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მას შემოსავალი ექნება, მაშინ მოხდება ინვესტიციის განხორციელებაც.

ამასთან, არის ადგილები, სადაც აკრძალულია გაჩერება და მაინც ხდება პარკინგი. ე.ი. აღსრულებაც უნდა გაუმჯობესდეს. აღსრულება რომ გაუმჯობესდეს, საპარკინგე ადგილების მიწოდება უნდა შექმნა.

საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნა, საათობრივი პარკირება და კონტროლის გაუმჯობესება ერთობლივად თუ არ მოხდა, ნაკლებ სავრაუდოა, რომ ბიზნესი დაინტერესდეს“,- აცხადებს გელა კვაშილავა.

შეგახსენებთ, თბილსის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, რომლითაც 3 ადგილზე მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოწყობილიყო, არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები