მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარკირების ჯარიმების გამო შესაძლოა პური გაძვირდეს

პარკირების ჯარიმები შეიძლება პურის ფასზე აისახოს - ამის შესახებ განცხადება პურის მწარმოებელთა ასოციაციაში გააკეთეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, არასაკმარისი პარკირების ადგილების გამო მსხვილ პურის მწარმოებელ კომპანიებს თვეში 20ათასი ლარის ჯარიმა უგროვდება, რაც მათ აიძულებთ გაზრდილი ხარჯი პურის ფასში ასახონ. პარკირების გაზრდილ ჯარიმებზე დიდი ხანია წუხს მთლიანად სადისტრიბუციო ქსელი. რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ბასლაინებში გაჩერება უხდებათ.

სტუმარი: მალხაზ დოლიძე - პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები