თბილისის მერმა სატრანსპორტო სამსახურის თვენახევრის მუშაობა შეაჯამა. მისი ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც 368 160 ლრს აღემატება.
„ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომობილის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან პარკირების საფასურად გადახდილია 20 488 ლარზე მეტი. ანუ თბილისის პარკინგი წარმატებით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

























