ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს აუკრძალა. სავიზო სანქციები შეეხოთ მოსამართლეებს ნინო გალუსტაშვილს, ჯვებე ნაჭყებიას, ვიქტორ მეტრეველს, ირაკლი შვანგირაძეს, ასევე პროკურორებს მარი მეშველიანს და ნათია თათიაშვილს.
ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილსა და პარლამენტის წევრებს მარიამ ლაშხსა და ნინო წილოსანს. სავიზო სანქციები პირველად დაუწესდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილს.
14 ივლისს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და პარლამენტის წევრებს სანქციები დაუწესა ლატვიამაც. სავიზო სანქციები ჯამში საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს შეეხო, თუმცა სანქცირებული პირების ვინაობა ლატვიამ არ გაასაჯაროვა. 18 ივლისს სავიზო სანქციები დააწესა ესტონეთმაც. სანქცირებულთა შორის არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები, მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და ასევე ახალდანიშნული გენერალური პროკურორი.




























