მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტარები ყველაზე მეტი სადეპუტატო შეკითხვით

5b5846f3e7da6
BM.GE
25.07.18 13:43
912
ყველაზე მეტი სადეპუტატო შეკითხვა ფრაქცია "ევროპული საქართველოს“ წევრებმა დასვეს. მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ აქვეყნებს. ზურაბ ჭიაბერაშვილსა და სერგო რატიანს, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი 38-38 სადეპუტატო შეკითხვა აქვთ დასმული,  ხათუნა გოგორიშვილს კი 21. უმრავლესობის დეპუტატებიდან ყველაზე მეტი- 9 შეკითხვა აქვს დასმული ლევან გოგიჩაიშვილს, ხოლო გიორგი ბეგაძე, მერაბ ქვარაიას და თამარ ჩუგოშვილს-5-5. რაც შეეხება ფრაქცია ,,ნაციონალურ მოძრაობას“, მისი შემადგენლობიდან 2016-17 წლებში მხოლოდ ერთი სატეპუტატო შეკითხვა დაისვა-სალომე სამადაშვილის მიერ. ჯამში, TI-ის მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, 25-მა დეპუტატმა 182 შეკითხვა დასვა, საიდანაც პასუხი 151-ს გაეცა. შინაარსის მიხედვით, ყველაზე მეტი შეკითხვა, სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას ეხებოდა, მეორე პოზიციაზე -შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებია, მესამეზე კი ფინანსები, მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე კი დეპუტატების ინტერესი მშენებლობისა და ჯანდაცვის საკითხებზე შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები