მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ქონების გადასახადის ₾40 000-იანი ზღვრის გაუქმებას ერთ დღეში განიხილავს - ბიურომ კანონპროექტი დაარეგისტრირა

ბიურო

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მის გაზრდას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, წამყვანი კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იქნება.

„საქმე ეხება ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000-ლარიანი ზღვარის დატოვებას. კანონპროექტს ერთ დღეს ორი მოსმენითაც განვიხილავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები