მმართველი გუნდის კიდევ ერთი უარი პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში პრეზიდენტის მოთხოვნილი საკითხი ვერ მოხვდა. ქართული ოცნება კვლავ უარს ამბობს განიხილოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა. საპარლამენტო უმრავლესობა კი, ითხოვს რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა ოთხივე ვაკანტურ პოსტზე წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურის განხილვას არ აპირებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველ ძალას საფინანსო სექტორის მარეგულირებელში დამოუკიდებელი წევრების შეყვანა არ სურს. რატომ ჭიანურდება ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება და რა გამოწვევებს ქმნის არასრულად დაკომპლექტებული საბჭო.