მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტის დაფინანსება იზრდება, მთავრობის ადმინისტრაციის მცირდება, პრეზიდენტის კი უცვლელია

5bb38f6bdba9c
თამუნა დემეტრაშვილი
03.10.18 09:30
673
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 2,6 მილიონით იზრდება და 64,7 მილიონ ლარს შეადგენს. ეს დაფინანსება 5,5 მილიონით მეტია 2017 წელთან შედარებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელია და 1 126 ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება მთავრობის ადმინისტრაციაშიც - 227 კაცი, თუმცა დაფინანსება 22 ათასი ლარით მცირდება და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ის 15,8 მილიონ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. ეს ციფრი 2,1 მილიონით ნაკლებია 2017 წელთან შედარებით. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობას, ის უცვლელი რჩება. დაფინანსება 9,8 მილიონი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140 კაცი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები