მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის სხდომების გაცდენა დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი გახდება

5c12452e2621f
თელარა გელანტია
13.12.18 15:38
1222
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში, შესაძლოა, დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს.

კობახიძე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა, როცა ქვორუმის არარსებობის გამო, მთავარ ფინანსური დოკუმენტი პარლამენტმა ვერ დაამტკიცა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემებს. გაცდენებს რაც შეეხება, ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას“. - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, ასევე, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევრაზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები და ამით დაიძლევა პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან. ეს არის ერთი საკითხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები