მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტის თავმჯდომარე ანაკლიის პორტის პროექტზე განცხადებას აკეთებს

5d496bb21e0f2
თათია ჩაფიჩაძე
06.08.19 16:00
837
„ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენ მხარს აღარ ვუჭერთ ანაკლიის პროექტს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ნაწილი“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალავაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს როგორც - ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ყველა ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს.

„ანაკლიის პორტი არის ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი. ხელისუფლება ასრულებს ყველა ვალდებულებას ამ პროექტთან დაკავშირებით, იქნება ეს მიწების გამოსყიდვა, სუბორდინირებული სესხის გაცემა თუ გზის და რკინიგზის ინფრასტრუქტურის მიყვანა; ყველა ვალდებულება, რაც მთავრობას აქვს აღებული, ამ პროექტთან დაკავშირებით პირნათლად სრულდება.

გარდა ამისა, სახელმწიფო როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე არის ამ პროექტის მხარდამჭერი.

ანაკლიის პორტი, აეროპორტები, ახალი ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ეკონომიკური კურსის ნაწილი და მომავლის ეკონომიკა საქართველოში ჩვენი მხრიდან არის დანახული ისე, რომ ის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობით იქმნება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტზე სვამენ კითხვებს ან ხელს უწყობენ ამ კითხვების გამრავლებას ან ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენ მხარს აღარ ვუჭერთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია, შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ნაწილი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღდმეგოდ მუშაობს. ამიტომ ვთხოვ ყველა მხარეს, ვინც იმეორებს ამ მესიჯებს, კარგად დაფიქრდნენ ამით ხელს უწყობენ თუ ხელს უშლიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები