პარლამენტის თავმდჯომარემ კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად "ქართულმა ოცნებამ" შალვა პაპუაშვილი წარადგინა - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
“პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა",- განაცახდა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კუჭავა წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას თავად განმარტავს, თუმცა ის პარტიის პოლიტიკურ საბჭოში რჩება.
"პოლიტიკური გუნდის სახელით მას დიდ მადლობას ვუხდით, ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ",- აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, კუჭავა "იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე", რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.
პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს შალვა პაპუაშვილის ნაცვლად გიორგი ამილახვარი დაიკავებს.




























