მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ "ხალხის ძალის" დეპუტატი სოზარ სუბარი აირჩიეს

ხალხის ძალა

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ სოზარ სუბარი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოზარ სუბარს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პარლამენტის რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ წარადგინა.

"ხალხის ძალა" "ოცნებას" ტოვებს და აცხადებს, რომ ჯანსაღ ოპოზიციას უდებს სათავეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები