მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, პოლიციელები... - ვინ დაასანქცირა ესტონეთმა

მარგუს ცაჰკნა

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. ყველაზე მეტი მოქალაქე 74 პირი ლიეტუვამ დაასანქცირა. შემდეგ მოდის ესტონეთი 55 სანქცირებული პირით, ხოლო ლატვიამ ჯამში 16 პირი დაასანქცირა.

ლიეტუვას და ლატვიას ჯერჯერობით სანქცირებული პირების სია არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება ესტონეთს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვები დაუწესეს პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და სხვებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების სამართლებრივ დევნაზე.

ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლეები არიან: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე; ეკა ბარბაქაძე,

პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე; ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე; ნინო სახელაშვილი; მალხაზ ოქროპირაშვილი; ვერა დოლიძე.

პოლიციელები: გრიგოლ ბესელია; დავით ათაბეგიშვილი; გოჩა ვანაძე; გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.

პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე; ირაკლი ზარქუა; ვიქტორ სანიკიძე; გელა სამხარაული; ბექა ოდიშარია;

ინდივიდუალური პირები: კონსტანტინე მორგოშია; ზურაბ მახარაძე.

ჯამში ამ დროისთვის ესტონეთს საქართველოს 83 მოქალაქე ჰყავს სანქცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები