მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტის წევრების მიერ სხდომების გაცდენებზე რეგულაციები იცვლება

5afedc69b7867
BM.GE
18.05.18 20:00
763
2018 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც პალამენტის წევრის მიერ სხდომების გაცდენებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენა პრობლემას წარმოადგენს როგორც IX, ასევე წინა  მოწვევის პარლამენტშიც. მიზეზი ერთის მხრივ, საკანონმდებლო რეგულაციებია, რომლის თანახმადაც დეპუტატებს შეუძლიათ.

„ოჯახური მდგომარეობის მითითებით” თავიდან აირიდონ გაცდენის საპატიო მიზეზის დასაბუთება და მეორეს მხრივ, პრობლემას განაპირობებს ანგარიშვალდებულების დაბალი სტანდარტის არსებობა.წარმოდგენილი ინიციატივით იცვლება:

სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის ჩამონათვალი და უქმდება ოჯახური მდგომარეობა, როგორც გაცდენის საპატიო მიზეზი

სხდომებზე რეგისტრაციის გავლისა და გაცდენების აღრიცხვის წესი

ფრაქციის მიერ კომიტეტის წევრის ჩანაცვლების წესი

გაცდენილ სხდომებზე პასუხისმგებლობის საკითხი

გაცდენებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლები.

საერთაშორისო გამწვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ცვლილება ითვალისწინებს „ოჯახური მდგომარეობის” როგორც გაცდენის საპატიო საფუძვლის გაუქმებას და
დეპუტატის ოჯახის წევრის დაბადების, გარდაცვალების და ავადმყოფობის შემთხვევების ახალ საფუძვლებად დამატებას. დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის ფაქტის მითითებისას დაზუსტდა, რომ დეპუტატმა შესაბამისი საავადმყოფო ფურცელი უნდა წარმოადგინოს. ამასთანავე, განიმარტა, თუ ვინ იგულისხმება „ოჯახის წევრში“, კერძოდ: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.

პროექტის შესაბამისად, გაცდენა არ ჩაითვლება არასაპატიოდ საქართველოს პარლამენტში მყოფი უცხო ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად ჩაეთვლება, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ.

პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

ცვლილებებით უქმდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ მანდატურის სამსახურის მიერ მათი დასწრების აღრიცხვის მოქმედი წესი. პროექტი პარლამენტის წევრს
ავალდებულებს გაიაროს პლენარულ სხდომაზე ჩატარებული თითოეული რეგისტრაცია (ელექტრონულად). თუ პარლამენტის წევრი დღის განმავლობაში გაივლის ერთ რეგისტრაციას მაინც, მას პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება.

„წარმოდგენილი ინიციატივის ფარგლებში პოზიტიურად უნდა შეფასდეს:

მიზეზების ჩამონათვალიდან ოჯახური მდგომარეობის ამოღება, ასევე დეპუტატის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მტკიცების სტანდარტის შემოღება (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება). თუმცა პრობლემად რჩებადეპუტატებისთვის საპატიო მიზეზთა განსხვავებული რეგულაციის (ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ან ავადმყოფობა) არსებობა მაშინ, როცა ეს გარემოებები საპატიო მიზეზად არ არის დადგენილი ხელისუფლების არც ერთი სხვა შტოს ან დაწესებულების წარმომადგენლისთვის 

რიგგარეშე სესიის დროს სხდომების გაცდენისათვის პასუხისმგებლობის შემოღება, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული

სანქციის შემოღება კენჭისყრაში სხვის ნაცვლად მონაწილეობის მიღებისას, როდესაც პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე მასაც,ვინც სხვის ნაცვლად მისცემს ხმას•
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არსებული წესის შეცვლა, რომელიც პარლამენტის წევრს ავალდებულებს გაიაროს პლენარულ სხდომაზე ჩატარებული თითოეული რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია სანქცია
 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილების გაზრდა

უარყოფითად უნდა შეფასდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიის სხდომაზე გამოცხადების გაუქმება.

დეპუტატებზე განსხვავებული რეგულაციები არ უნდა ვრცელდებოდეს და მათი ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება ან ავადმყოფობა გაცდენის საპატიო მიზეზად არ უნდა ითვლებოდეს. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, მნიშვნელოვანია ძალაში დარჩეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენი პარლამენტის წევრების სიის სხდომაზე გამოცხადების წესი. ფრაქციის მიერ კომიტეტის წევრის ადგილმონაცვლეობის საკითხი არსებულ რეგლამენტში არ არის კონკრეტული და დაზუსტებასსაჭიროებს, თუ რას გულისხმობს ჩანაწერი: „კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში”.

მნიშვნელოვანია, რომ სხდომაზე დაუსწრებლობის ობიექტური შემთხვევები კონკრეტულად გაიწეროს. მიზანშეწონილია, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს არა “საჭიროების შემთხვევაში”, არამედ პერიოდულად განიხილავდეს კომიტეტის სხდომებზე ფრაქციების მიერ ადგილმონაცვლეობის წესის გამოყენების

შემთხვევებს და დარღვევის არსებობის შემთხვევაში, ახდენდეს რეაგირებას. პროექტით შემოთავაზებული ვერსია, რომ ამგვარგანხილვას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ექნება ადგილი, არ არის განჭვრეტადი და პრაქტიკაში, შესაძლოა, პრობლემაწარმოიშვას. ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხას დაემატოს ინფორმაცია კომიტეტის საპატიო მიზეზებით გაცდენების შესახებ. მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის  ვებ- გვერდზე განთავსება. „, - განმარტავენ არასამთავრბოში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები