პარლამენტის წინ სოცაფეთქების ფარგლებში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. უკვე შეკრებილები არიან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები. ასევე ანიმატორები ბავშვთა გასართობი ცენტრებიდან.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ადგილზე თხილამურებიც განათავსეს.
სოცაფეთქების მონაწილეები ითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებას, სასწავლო და სახელოვნებო სივრცეების გახსნას და ბიზნესის ამუშავებას.
აქცია 14 საათიდან 18 საათამდე გაგრძელდება.