მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

სტიქია რაჭაში
29.11.23 21:25
208

პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით - 81 ხმით მიიღო.

კანონპროექტით იცვლება კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა. კერძოდ, 1მ3 ხრეშის, ქვიშის მოპოვებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება - 0,6 ლარით, ნაცვლად 0.2 ლარისა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანტონ ობოლაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი სამხარაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, კახა კახიშვილი, მაია ბითაძე, ედიშერ თოლორაია, ლევან ქარუმიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები