მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

ფგდფ
BM. GE
05.09.23 19:45
82

პარლამენტმა დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა  დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები