პარლამენტმა 60 დღით გადადო კანონპროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ მონაწილეობის საშუალებას აძლევს - ინფორმაციას ნოემბერს “მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი” (EECMD) ავრცელებს.
სწორედ მათ ეკუთვნით აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის 21 ნოემბერს ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებთან ერთად საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირეს.
ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.
"მიუხედავად კანონპროექტის მნიშვნელობისა, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია ამ ინიციატივის განხილვა და მისი საკომიტეტო განხილვის ვადა 60 დღით გაახანგრძლივა.
ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 860 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაშია, ხოლო მათგან, გასულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, სხვადასხვა ბარიერების გამო,
მხოლოდ 12 ათასმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა საშუალოდ 50-ს შეადგენს, რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში დაუბრკოლებლად შეძლონ მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
“მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს ამ მნიშვნელოვანი საკითხის საკომიტეტო განხილვა.