მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტი
26.06.24 19:28
143

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები