მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაამტკიცა

58402c327e37b
BM.GE
01.12.16 17:55
1115
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაამტკიცა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად მურთაზ კიკორიას, არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის დანიშვნას.

მურთაზ კიკორია საბჭოს წევრობამდე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი იყო. კიკორია 2008 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე.

არჩილ მესტვირიშვილი ამჟამად ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტია, ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს.

რაც შეეხება საბჭოს მესამე წევრს, რობერტ სინგლეტარის მას გამოცდილება აქვს ფინანსური სექტორის, განსაკუთარებით კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. 

საბჭოს 3 დეკემბრიდან ტოვებს ოთარ ნადარაია და ლაშა ჯუღელი, მათ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

საბჭოში სულ 7 წევრია, მისი თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა 7 წლის ვადით აირჩია.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები