პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდათ. გადაწყვეტილება ერთპარტიულმა საკანონმდებლო ორგანომ დეპუტატების სხდომების არაეკვივალენტური გაცდენის საფუძვლით მიიღო.
საუბარია 12 დეპუტატზე, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ: გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.
ამ გადაწყვეტილებით, XI მოწვევის პარლამენტის ფაქტობრივი შემადგენლობა 150-ის ნაცვლად 89 წევრით განისაზღვრა. ჯამში, მანდატი უკვე 61 დეპუტატს შეუწყდა.
გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გაერთიანებამ — განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან — პარტიული სია არ ჩახსნა. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში შევა პარტიული სიით შემდეგი 12 კანდიდატის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი.
გარდა ამისა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ვეღარ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
შეზღუდვა ძალაში შევა მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.




























