პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე და პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო საქმიანობას ახალი პოზიციებიდან გააგრძელებენ.
პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გივი მიქანაძეს 85 ხმით დაუჭირეს მხარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, პაატა კვიჟინაძის არჩევას 85 დეპუტატი დაეთანხმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა პლენარულ სესიაზე "ქართული ოცნების" მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ნაცვლად ადგილმონაცვლეებსაც უყარა კენჭი.
გიორგი ამილახვარი გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, ირაკლი კოვზანაძე - თენგიზ შარმანაშვილმა, გიორგი ხელაშვილი - მერაბ ქვარაიამ, ნინო იობაშვილი - სალომე ქურასბედიანმა, ვლადიმერ ჩაჩიბაია - ირაკლი კირცხალიამ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარი განათლების და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა, კოვზანაძემ დამოუკიდებელი საქმიანობა გააგრძელა, გიორგი ხელაიამ პარლამენტის აპარატში გადაინაცვლა, ხოლო ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერის მრჩევლებად დაინიშნენ.

























