80 ხმით, პარლამენტმა პარლამენტის წევრი გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია. გელა სამხარაული კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.