მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

5c76609e1df22
დათო ჯალაღონია
27.02.19 14:02
1017
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტზე მიწის რესურსის განკარგვასთან დაკავშირებით, ახალი კანონპროექტების პაკეტის განხილვა დაიწყო.

როგორც სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ აღნიშნა, პარლამენტი ორ კანონპროექტზე იმსჯელებს.

„ერთი გახლავთ ორგანული კანონი, რომელიც პრინციპების დონეზე არეგულირებს აღნიშნულ საკითხს და განსაზღვარს მის შესაბამის კრიტერიუმებს, მეორე კი, მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ კანონია.

კანონპროექტი განსაზღვრას მიწაზე საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაწილში. ეს გახლავთ სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რელიგიური, თუ პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრება, თუ მისი დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე და ქართული სუბიექტი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ასევე, დანელიამ ზოგადად განმარტა, რა შემთხვევაში აქვს უცხოელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება.

„მიწის საკუთრების უფლება ასევე აქვს უცხო ქვეყნის საკუთრებაში მყოფ სუბიექტს, თუ ის არის დომინანტი, მთავრობის დისკრეციის ხარჯზე. ამ პირმა უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა. წინა წლებში ხდებოდა მიწის გასხვისება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ამ კანონის მიხედვით, თუ აღნიშნული პირები ვერ ასრულებენ ვალდბულებებს, მიწის ნაკვეთი უნდა გაასხვისონ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ორგანული კანონის მიღებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელზე განსხვისებას ახალი კონსტიტუცია კრძალავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები