პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა, მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.
განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი.
"მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვუსურვო წარმატება. მოგვიწევს ყველა ჩვენი უნარის გამოყენება, რათა ვიზრუნოთ მოქალაქეების ხვალინდელ დღეზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























