მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

5a28046dd6063
დავით ჯალაღონია
06.12.17 19:45
890
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ რეფორმის განსახორციელებლად 99 კანონპროექტს უყარა კენჭი. საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობდა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რეფორმის ძალაში შესვლიდან 3 თვეში ცნობილი გახდება, რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად.

რეფორმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი უერთდება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება და ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერქმევა;

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები