მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა NEFCO-სთან სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა - რას მოხმარდება პროექტით გათვალისწინებული თანხა?

62b49b35bcd42
BM.GE
23.06.22 21:40
603
პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიზანი მაღალმთიან რეგიონებში სწავლის პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის სოციალური პლატფორმის განვითარებაა.

საკითხი განსახილველად კანონმდებლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარუდგინა.

სასესხო შეთანხმების მიხედვით, NEFCO აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, სესხის სახით 3,9 მლნ ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, საიდანაც 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის 4 მაისი.

რაც შეეხება საგრანტო შეთანხმებას, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი (E5P) გრანტის სახით გამოყოფს 2,6 მლნ ევროს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები