მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ორი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნას მხარი დაუჭირა

635113414d110
BM.GE
20.10.22 13:24
535
პარლამენტმა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით, ხოლო „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 85 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, ორი კანონპროექტი მომზადდა, რომლებზეც პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა.

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გაგრძელებაზე იქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ჯამში 13 ათასს ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს არის პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია, რომელიც აღიარებული მეცნიერის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკავშირდება. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში და მისი მონაწილეობით ქვეყნის მასშტაბით არაერთი დაცული ტერიტორია დაარსდა. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის შექმნა ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენას შეუწყობს ხელს და დაცული ტერიტორიების რეჟიმს გაავრცელებს იმ ფართობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით არის გამორჩეული.

რაც შეეხება რაჭის დაცული ტერიტორიის შექმნას, ისიც ახალ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს, რომელიც 50 ათასს ჰექტარს მოიცავს. მრავალი წელი მიდიოდა ამ საკითხზე მუშაობა და მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში დღეს ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიას - ეროვნულ პარკს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები