მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა სამშენებლო კოდექსის განხილვა დაიწყო

5a7d5ce0c4f7c
დავით ჯალაღონია
09.02.18 12:25
965
პარლამენტმა სამშენებლო კოდექსის განხილვა დაიწყო. დღეს კანონპროექტების პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა წარდგენილი.

"საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მოცემული, "საქართველოში ბოლო წლებში წარმოქმნილმა ე.წ. "სამშენებლო ბუმმა" და მის ფონზე გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამიტომ დღის წესრიგში დგას ამ სფეროს მოწესრიგების საჭიროება".

შეგახსენებთ, რომ კოდექსის პროექტი, რომელიც სამშენებლო სექტორის რეგულირებისთვის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში გაწერილი ნორმების ერთ დოკუმენტში თავმოყრას და განახლებას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ორი წელია, რაც წარდგენილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები