მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებას  მხარი არ დაუჭირა

დფდ
BM. GE
05.09.23 22:30
22

პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და კანონპროექტს 20 ხმით, 4 -ის წინააღმდეგ  მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, უქმე დღეთა ჩამონათვალში „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“, ნაცვლად 9 მაისისა, უნდა მითითებულიყო 8 მაისი. შესაბამისად, 8 მაისი გამოცხადდებოდა უქმე დღედ.

მომხსენებლის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ცვლილების მიზანია საქართველოში „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ აღინიშნოს ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად  8 მაისს და არა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელიც აგრძელებს ომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის წინააღმდეგ  და იტაცებს სუვერენიტეტს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტის მიზანია საზოგადოების გახლეჩა.

„მე არ მგონია, რომ ეს იყოს უწყინარი პროექტი. რაც არ უნდა 8 მაისი  კანონით შემოიღოთ,  ვეტერანები მაინც 9 მაისს აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველგან ცდილობთ საზოგადოების  გახლეჩას და დაყოფას, ისე როგორც 7-8 აგვისტოს შემთხვევაში და  25 დეკემბერს შობის გადმოტანის მცდელობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები