პარლამენტმა სემეკ-ის წევრად მაია მელიქიძის კანდიდატურა დაამტკიცა
BM.GE
30.06.17 13:49
• 1218
პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურა დაამტკიცა. მელიქიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო. მაია მელიქიძე 2016 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.