XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გია ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, 88 ხმით დაამტკიცეს. ამასთან, ვიცე-სპიკერებად ყოფილი კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს და დეპუტატი ნინო წილოსანს დაუჭირეს მხარი.