მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა ტერეზა მეის შეთანხმება მეორეჯერ უარყო - პრემიერმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

5c88e5caf0508
ლევან თაღიაშვილი
13.03.19 21:00
1889

ტერეზა მეის შეთანხმება ევროკავშირთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მეორეჯერ უარყო და მხარი არ დაუჭირა მაშინ, როდესაც Brexit-ის პროცესის ოფიციალურ დასრულებამდე 17 დღე დარჩა.

როგორც BBC წერს, დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროგაერთიანებიდან 29 მარტისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა კონკრეტულად, რა შეთანხმებით დაასრულებს ქვეყანა გართიანებასთან მოლაპარაკებებს, ჯერჯერობით, უცნობია.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გამოსვლა ვერ მოხდება და დიდი ალბათობით, ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაიწელება.

კენჭისყრაში მონაწილეობა 633-მა პარლამენტარმა მიიღო, აქედან 391 წინააღმდეგი იყო, 242 კი - მომხრე.

შესაძლოა, კრიზისის განვითარების შედეგად ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს კიდეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები